იტალიის პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის სილვიო ბერლუსკონისთვის არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. ბრალდება ასევე მოითხოვს, ყოფილ პრემიერს სამუდამოდ აეკრძალეს სახელმწიფო თანამდებობების დაკავება.
სასამართლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც სილვიო ბერლუსკონის არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირსა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ასამართლებენ, 2011 წლის აპრილში დაიწყო. ყოფილი პრემიერი მის მიმართ წამოყენებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ არასრულწლოვანთათვის ინტიმური კავშირის დამყარების სანაცვლოდ ფული არასდროს გადაუხდია. სილვიო ბერლუსკონი, ასევე, არ ეთანხმება ბრალდება თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ყოფილ პრემიერს გადასადების დამალვის ბრალდება მილანის სასამართლომ უკვე დაუმტკიცა. სილვიო ბერლუსკონი მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას უმაღლეს საკასაციო სასამართლოში გეგმავს.