ვაშინგტონი და ლონდონი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადზე ზეწოლას გააძლიერებს. ამ თემაზე ორი ქვეყნის ხელისუფლება უკვე შეთანხმდა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისინი შეეცდებიან, რომ ასადმა ძალაუფლება „გარდამავალ საბჭოს" გადასცეს.
აშშ და დიდი ბრიტანეთი ასევე მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევენ სირიელ ხალხს და ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწვდიან, ხოლო ოპოზიციას დემოკრატიული ხელისუფლების ჩამოყალიბებისათვის ბრძოლაში დაეხმარებიან. უახლოეს მომავალში სირიის თემაზე კონფერენციის ჩატარებაც იგეგმება, სადაც მონაწილეობას რუსეთის მხარეც მიიღებს.
სირიის კონფლიქტში, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, გაეროს მონაცემებით, უკვე 70 ათასი ადამიანი დაიღუპა. სირიის ოპოზიცია ხელისუფლების გადადგომას ითხოვს, ოფიციალური დამასკო კი ამ მოთხოვნის კატეგორიული წინააღმდეგია.
მასალის გამოყენების პირობები