იემენის დედაქალაქ სანააში სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა და ჩამოვარდა. შემთხვევას პილოტის სიცოცხლე შეეწირა. გავრცელებული ინფორმაციით სამხედრო თვითმფრინავი საწვრთნელ მანევრებს ასრულებდა.
გამოძიების ინფორმაციით, ავიაკატასტროფა რუსული წარმოების თვითმფრინავმა „Sukhoi" ალ აშადის საცხოვრებელ უბანში განიცადა. უცნობია თვითმფრინავის ვარდნა რამ გამოიწვია, წინასწარი ინფორმაცია ავიკატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე ჯერჯერობით არ გახმაურებულა.
შეგახსენებთ, რომ იემენის დედაქალაქ საანაში ავიაკატასტროფის შემთხვევა მიმდინარე წელს უკვე დაფიქსირდა. ანალოგიური სამხედრო წვრთნების დროს მომხდარი ავიაკატასტროდის შედეგად ქვეყანაში 9 ადამიანი დაიღუპა.