აშშ-ში, მინესოტას შტატის დორსეტის რაიონში, მმართველი ოთხი წლის ბავშვი გახდა. რობერტ ტაფტი მას შემდეგ გახდა რაიონის მმართველი, როდესაც მისმა სახელმა საარჩევნო ქუდში რეკორდული ხმათა რაოდენობა დააგროვა.
ჟურნალისტები ოთხი წლის მმართველის ბიოგრაფიით მალევე დაინტერესდნენ. როგორც გაირკვა რობერტ ტაფტს ფეხით სეირნობა უყვარს, მღერის, ცეკვავს და მშობლებთან ერთად სათევზაოდ ხშირად სიარული უყვარს. ასევე თანატოლი შეყვარებული სოფია ჰყავს.
მინესოტას შტატის დორსეტის რაიონში მმართველის არჩევნებს, მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს და მას წელიწადში ერთხელ ატარებენ. ქალაქს უმაღლესი ორგანოები აკონტროლებენ, თუმცა დორსეტის მოსახლეობა წელიწადში ერთხელ იუმორისტულ არჩევნებს ატარებს და ჩვეულებრივ ქუდში მმართველის მსურველთა სახელებს ყრის, სადაც მოხვედრილი ხმათა უმრავლესობით მმართველს ირჩევს, ამ თანამდებობის დაკავება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.