სიდნეის ერთ-ერთმა რესტორანმა, საუზმის მენიუში 120 დოლარად შეფასებული სენდვიჩი შეიტანა. აქცია ერთ კვირას გაგრძელდება და ის ბეკონის კვირეულს მიეძღვნება.
120 დოლარად შეფასებული სენდვიჩის შემადგენლობაში, ავსტრალიური ბეკონი, შემწვარი იხვის კვერცხი, ყველი, შებოლილი პომიდორი, კრემ-ფრეში და ხიზილალა შედის.
აღნიშნული სენდვიჩის მომზადების იდეა, რესტორნის შეფ-მზარეულს კარლა ჯონს ეკუთვნის, რომელმაც განაცხადა რომ თვითონ მსგავ სენდვიჩს არასდროს იყიდდა.
„არასდროს ვიყიდდი მსგავს სენდვიჩს, თუმცა 120 დოლარიანი აქცია ერთ კვირას გასტანს და გვაინტერესებს რამდენი ადამიანი დაინტერესდება რომ შეიძინოს" განაცხადა შეფ-მზარეულმა. რესტორნის მფლობელები იმედს იტოვებენ, რომ 120 დოლარიანი სენდვიჩით დაინტერება მაღალი იქნება.