უკრაინის პროკურატურამ 1996 წელს მოკლული დეპუტატის ევგენი შებანის მკვლელობის საქმის გამოძიება კვლავ განაახლა, რომლის ორგანიზებაშოც უკრაინის ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკოა ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია გენპროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენპროკურატურაში ეს განცხადება, ტიმოშენკოს ადვოკატის სერგეი ვლასენკოს მიერ დღეს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთეს, რომლის დროსაც ვლასენკომ განაცხადა, რომ საქმის გამოძიება შეწყვეტილია.
გენპროკურატურაში განმარტეს, საქმე დროებით, კანონმდებლობაში განსაზღვრული რეგლამენტაციის ვადების გამო შეჩერდა, თუმცა ამჟამად იგი კვლავ განახლდა.
მასალის გამოყენების პირობები