რუსეთმა სრულად უნდა აღადგინოს თავისი მსოფლიო გავლენა და გლობალური ზესახელმწიფო უნდა გახდეს. ეს განცხადება რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა გააკეთა.
"მსოფლიოს სხვა და სხვა რეგიონებში რუსეთის არყოფნის სტრატეგია არასწორი აღმოჩნდა. ამიტომაც უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ დავბრუნდეთ იქ სადაც ჩვენ უკვე ვიყავით", _ განაცხადა პუშკოვმა.
მისივე თქმით, XXI საუკუნეში რუსეთის თავს უფლებას ვერ მისცემს მხოლოდ "რეგიონალური ზესახელმწიფო" იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში "გლობალური ზესახელმწიფოები სხვები გახდებიან, თან ჩვენს ხარჯზე".
ამასთან ერთად, დუმის კომიტეტის თავმჯდომარე ასევე მიიჩნევს, რომ უკვე ახლა არის საჭირო ახალი მსოფლიო წესრიგისათვის მზადება - ერთპოლარული სისტემიდან, მრავალპოლარულ სისტემაზე გადასვლა.
"აშშ-ს უკვე არ შესწევს ძალა მსოფლიო ჰეგემონის როლი შეასრულოს და ამას ისინი შეეგუენ კიდეც. უპირატესი სიმძლავრე აშშ-ს უკვე არ აქვს, მათ არ ძალუძთ ირანსა და ავღანეთში ოპერაციის დასრულება", _ აცხადებს პუკოვი.
მასალის გამოყენების პირობები