უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 1996 წელს მოკლული დეპუტატის ევგენი შებანის მკვლელობის საქმის გამოძიება შეწყვიტა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს ადვოკატმა ევგენი შებანმა დღეს მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"მე ხელთ მაქვს წერილი გენერალური პროკურატურიდან, არსებობს ასევე გამომძიებლის შესაბამისი დადგენილება, რომელიც პროკურორთანაა შეთანხმებული. ეს არის მოიგი დადასტურება იმისა, რაზეც დაცვას არაერთხელ უსაუბრია - არავითარი შებანის საქმე არ არსებობს", - განაცხადა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ ეს არის უბრალოდ საპნის ბუშტი, რომელსაც წლებია ბერავდნენ და იგი გასკდა.
მისივე თქმით, პროკურატურა ორი წლის განმავლობაში საუბრობდა იმაზე, რომ მას დეპუტატის მკვლელობის უტყუარი დამადასტურებელი ფაქტები ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატი ევგენი შებანის მკვლელობის შეკვეთა უკრაინის ექს-პრემიერს იულია ტიმოშენკოს ბრალდებოდა.