ევროკავშირის წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა თურქეთში მომხდარი აფეთქების გამო აღშფოთება გამოთქვა და ტერორისტული აქტი დაგმო. ევროკავშირის დიპლომატმა თურქეთის მთავრობასა და ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. მისივე თქმით ევროკავშირი მზადაა თურქეთს დაეხმაროს.
"ევროკავშირი ნებისმიერი სახის ტერორისტულ აქტს გმობს და თურქეთის მთავრობასა და ხალხს, მათთვის ამ მძიმე დროს სოლიდარობას ვუცხადებთ" განაცხადა კეტრინ ეშტონმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე, ჰათაის პროვინცია ქალაქ რეიხანლიში მომხდარი აფეთქებების შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასზე მეტი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია.
თავად თურქეთი ქვეყანაში განხორციელებულ ორ აფეთქებაში სირიას ადანაშაულებს, თუმცა სირიის ხელისუფლება ტერაქტში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.