ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატთა რეგისტრაციის დროს კანონის დარღვევისთვის შესაძლოა სახალხოდ 74-ჯერ დარტყმით გაროზგონ, ან ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ.
გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მოქმედი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი, საკუთარ მრჩეველს თან ახლდა, როდესაც მან საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად საკუთარი თავი დაარეგისტრირა. ეს ფაქტი ირანში კანონის დარღვევად ითვლება.
ამ ეტაპზე ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ოფიციალურად 686 ადამიანმა დაარეგისტრირა, თუმცა მათ კანდიდატურას მორწმუნე შიიტებისა და იურისტებისგან შემდგარი საბჭო განიხილავს, რომლებიც საბოლოო სიას 22-24 მაისს წარადგენენ. თავად მაჰმუდ აჰმადინეჯადს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, რადგან ის პრეზიდენტად უკვე ზედიზედ ორჯერ იქნა არჩეული.