აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მიჩიგანის შტატში საუდის არაბეთელი სტუდენტი მას შემდეგ დააკავა, რაც მეზობლებმა პოლიციას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ხელში პატარა გაზქურით დადიოდა.
შეიარაღებულმა აგენტებმა სახლს ალყა შემოარტყეს და სტუდენტი საკუთარ საცხოვრებელ სახლშივე დააპატიმრეს. თუმცა დაკითხვის დასრულების შემდეგ მალევე გაათავისუფლეს. როგორც გაირკვა გაზქურა მას ხელში სადილის მომზადების მიზნით ეჭირა, რადგან სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მისი ჯერი დადგა.
აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო მსგავს ფაქტებზე მკვეთრად მას შემდეგ რეაგირებს, რაც ბოსტონის მარათონზე ძმებმა ცარნაევებმა ტერაქტი მოაწყვეს. მარათონზე ამოქმედებული ნაღმი პატარა გაზქურის დეტალებისგან იყო დამზადებული.