ესპანეთის პოლიციამ დააპატიმრა ერთ-ერთი ყველაზე საშიში ძებნილი ბრიტანელი მძარცველი ენდრიუ მორანი, რომელიც მართლმსაჯულებას 4 წლის განმავლობაში გაურბოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ფრანს პრესი ავრცელებს.
მორანი ბრიტანეთის პოლიციისა და ინტერპოლის მიერ იძებნებოდა რამდენიმე შეიარაღებული ძარცვისთვის, რომელთანაც უკანასკნელი მან 2009 წელს განახორციელა. დაკავებისას ენდრიუ მორანს თან აღმოაჩნდა ორი პისტოლეტი და მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
ენდრიუ მორანი ბრიტანეთის პოლიციამ 2007 წელს ორი წლით ადრე ჩადენილი დანაშაულისთვის დააპატიმრა.
სასამართლო პროცესზე იგი თავს დაესხა დაცვას და გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც 2009 წელს მორიგი შეიარაღებული ძარცვა განახორციელა. მის კვალს პოლიციამ 2012 წელს მიაგნო, თუმცა მაშინ დამნაშავემ მიმალვა მოახერხა. საბოლოოდ ენდრიუ მორანი ესპანელმა სამართალდამცველებმა დააპატიმრეს.