პაკისტანში დასრულდა საერთო არჩევნები, რომლის შედეგების მიხედვითაც მოხდება ქვეყნის ახალი ხელისუფლების ფორმირება. ეს არის პირველი შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ძველი ხელისუფლება არჩევნების გზით გადააბარებს ძალაუფლებას ახალ ხელისუფლებას. აქამდე, პაკისტანს, ძირითადად სამხედრო დიქტატორები მართავდნენ.
წინასწარი შედეგებით, საერთო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პაკისტანის მუსულმანურმა ლიგამ, რომლის ლიდერი ნავაზ შარიფი უკვე ემზადება პრემიერობისთვის. პარტიის პროგნოზით, პაკისტანის მუსულმანური ლიგა 100 ადგილზე ბევრად მეტს მიიღებს საკანონმდებლო ორგანოში, რაც შარიფს საშუალებას მისცემს, ყოველგვარი კოალიციის შეკოწიწების გარეშე, ერთპარტიულად მოახდინოს ხელისუფლების ფორმირება.
არჩევნებს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. ქალაქებში კარაჩსა და პეშევარში მომხდარი აფეთქებების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. საარჩევნო კამპანიის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ ასს გადააჭარბა.
პაკისტანის ცენტრალური