კუბის დედაქალაქ ჰავანაში, ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. საპროტესტო აქციაზში ათასობით კუბელმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავად და ჰომოფობიის წინააღმდეგ იბრძვიან.
აქციის ორგანიზატორი პრეზიდენტის ქალიშვილი მარიელა კასტროა, რომელიც კუბაში სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე საქართველოში 17 მაისს აღინიშნება და ქართველი სექსუალური უმცირესობათა უფლებების დამცველები საერთაშორისო დღის აღნიშვნას პარლამენტის ყოფილი შენობის წინ აპირებენ.