თურქეთ-სირიის საზღვარზე, ჰათაის პროვინცია ქალაქ რეიხანლიში მომხდარი აფეთქებების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასზე მეტი მძიმედ დაშავდა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აკეთებს. მისივე განმარტებით თურქი სამართალდამცავებმა ყველა საჭირო ზომა უკვე მიიღეს.
რეიხანლის მერის თქმით, აფეთქება მუნიციპალიტეტისა და ფოსტის შენობებთან განხორციელდა, რამაც მიმდებარე შენობებს დიდი ზიანი მიაყენა. შინაგან საქმეთა მინისტრ მუამერ გიულერის განცხადებით აფეთქების ფაქტი ახლო მომავალში სრულად გამოძიებული იქნება.
ცნობისათვის თურქეთის მთავრობა სირიის ოპოზიციის მხარდამჭერია და ქვეყნიდან ლტოლვილებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას აძლევს. ათასობით ლტლოლვილმა სირია სწორედ რეიხანლის საზღვრის გავლით დატოვა.