თურქეთი ქვეყანაში განხორციელებულ ორ აფეთქებაში სირიას ადანაშაულებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, აჰმედ დავუთოღლუს განცხადებით, ანკარას ყველანაირი უფლება აქვს, საპასუხო რეაქციით ქვეყანაში განხორციელებულ ტერაქტებს უპასუხოს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე, ჰათაის პროვინცია ქალაქ რეიხანლიში მომხდარი აფეთქებების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასზე მეტი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია.
ცნობისათვის თურქეთის მთავრობა სირიის ოპოზიციის მხარდამჭერია და ქვეყნიდან ლტოლვილებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას აძლევს. ათასობით ლტლოლვილმა სირია სწორედ რეიხანლის საზღვრის გავლით დატოვა.