აშშ-ში თეთრი სახლის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შენობის მარჯვენა ფლიგელში უეცრად გაჩენილი შავი კვამლის გამო, თეთრი სახლიდან ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების ევაკუცია განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით კვამლი თეთრ სახლში ელექტროდანადგარების ოთახში დანადგარების გადახურებამ გამოიწვია და ცეცხლი გაჩნდა, თუმცა მისი ლოკალიზება მალევე მოხერხდა. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ სიტუაციის განეიტრალების შემდეგ შენობაში ევაკუირებული ადამიანებს დაბრუნების უფლება მისცა. წინასწარი ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არც შენობა დაზიანებულა.
ცნობისათვის, თეთრი სახლიდან ევაკუაცია ხშირად ხდება, მიმდინარე წლის დასაწყისში რამდენიმე ანონიმური ზარის შედეგად, რომელიც შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობას იტყობინებოდა ევაკუაცია რამდენჯერმე განხორციელდა.