ეგვიპტეში სამართალდამცავებმა ალ-ქაიდას სამი მებრძოლი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის საელჩოზე ტერაქტის ორგანიზება ედებათ.
ეგვიპტის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაკავებულების ვინაობა დაასახელა და აღნიშნა, რომ ისინი კაიროსა და ალექსანდრიაში ტერაქტების სერიას გეგმავდნენ. მუჰამედ იბრაჰიმმა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე რომელი ქვეყნის საელჩოზე მზადდებოდა თავდასხმა არ გაამხილა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ცნობილი გახდა ტერაქტის ორგანიზების დეტალები. ადგილზე ამოღებულია 10 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება და ბოროტმოქმედთა პირადი კომპიუტერი სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობების შესაქმნელი ინფორმაცია იყო ჩატვირთული.