ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პროვინცია სიჩუანში მაღაროში მომხდარ აფეთქებას 27 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
მაღაროში, იმ დროს, როდესაც აფეთქება მოხდა, ასზე მეტი მაღაროელი მუშაობდა. სამაშველო სამსახურმა 81 მათგანის გადარჩენა მოახერხა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე აფეთქებაა, რომელიც ჩინეთის მაღაროებში ადამიანთა მსხვერპლით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ 10 მაისს პროვინცია გუიჩოის მაღაროში გაზი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა.