ავღანეთის პრეზიდენტი ჰაიდ კარზაის ამერიკის შეერთებულ შტატებს გუანტანამოს სამხედრო ციხის ავღანელი პატიმრების ექსტრადირებას სთავაზობს. ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ავღანეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჰამიდ კარზაიმ გუანტანამოს ავღანელი პატიმრების ექსტრადაციისთვის მზადყოფნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ნიკოლას ბერნსთან შეხვედრისას გამოთქვა.
შეხვედრისას ჰამიდ კარზაიმ, ასევე, კიდევ ერთხელ გააჟღერა ოფიციალური ქაბულის პოზიცია, რომელიც უარს აცხადებს, აღიაროს „დიურანის ხაზი" - აღუნიშნავი საზღვარი ავღანეთსა და პაკისტანს შორის.