გაეროს სამშვიდობო ძალების ოთხი ფილიპინელი წევრი, რომლებიც სირიელმა ამბოხებულებმა ისრაელის მიერ კონტროლირებად ჰოლანდიურ სიმაღლეებზე დაატყვევეს გათავისუფლებულები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
ფილიპინების ხელისუფლების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ტყვეობაში მყოფი სამშვიდობოები ისრაელს გადასცეს. გაეროს სამშვიდობო ძალების ფილიპინელი წევრების გატაცებაზე პასუხისმგებლობა სირიის ამბოხებულთა დაჯგუფებამ აიღო. ამბოხებულთა განცხადებით, ოთხი სამშვიდობო ტყვეობაში მათივე უსაფრთხოებისთვის იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ამავე რაიონში, მარტში ამბოხებულებმა გაეროს სამშვიდობოთა 21-კაციანი ჯგუფიც დააკავეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი ისინიც უვნებლად გაათავისუფლეს.