სომხეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა ხორციელდება. სარაკეტო დანაყოფებისათვის განკუთვნილი ახალი დანადგარები ბაზაზე უკვე მიიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ახალ აღჭურვაში შესულია მონაცემთა ავტომატურად გადამცემი თანამედროვე სისტემა. საგარეო კავშირებისათვის განკუთვნილი დანადგარები, ადგილობრივი გარემოსათვს განკუთვნილი ღამის ხედვის მოწყობილობები, მათ შორის ისეთები, რომლებიც რადიაციული და ქიმიური დაზვერვისათვის არის განკუთვნილი.
ახალი აღჭურვილობის შესაძლებლობებში შედის 100 ზე მეტი საჰაერო სამიზნის აღმოჩენა 100 კილომეტრის რადიუსში და ერთდროულად 10 მათგანის კონტროლი.
ამას გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, ბაზის ახალი ტექნიკით აღჭურვა გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები