გენეტიკური ექსპერტიზის მონაცემებით, სამი გოგონას გატაცებაში ბრალდებული არიელო კასტრო 6 წლის გოგონას მამაა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს. ბავშვი ერთ-ერთ გატაცებულ გოგონას, ამანდა ბერის ტყვეობაში ყოფნისას შეეძინა.
პროკურორის თქმით, ექსპერტები გენეტიკური კოდის ტესტებზე მთელ ღამეს მუშაობდნენ. მისივე თქმით, ბავშვი 2006 წლის დეკემბერში დაიბადა. მშობიარობის პროცესი ბავშვების გასაბერ ლეიბში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ 52 წლის არიელო კასტროს ბრალად ედება სამი გოგონას გატაცება და გაუპატიურება. ამანდა ბერი 2003 წლის 21 აპრილს გაუჩინარდა, მაშინ გოგონა 16 წლის იყო. ერთი წლის შემდეგ უკვალოდ გაქრა სკოლიდან სახლში მიმავალი 24 წლის ჯინა დექსესუსი. ნაიტ ბილი, რომელიც ახლა 32 წლისაა, თორმეტი წლის წინ დაიკარგა. სამივე მათგანი გაიტაცეს და ტყვეობაში ჰყავდათ არიელ კასტროს კუთვნილ სახლში. გოგონები 6 მაისს კასტროს სახლში მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ერთ-ერთმა მათგანმა შემთხვევით გამვლელს ხმა მიაწვდინა და დახმარება სთხოვა.
მასალის გამოყენების პირობები