პაკისტანის მოსახლეობა საერთო არჩევნებით ეროვნული ასამბლეისა და პროვინციული საკანონმდებლო კრების დეპუტატებს ირჩევს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 17:00 საათზე დაიხურება. ხმების პირველადი დათვლის შემდეგ, ბიულეტენები ისლამაბადში გაიგზავნება. წინასწარი მონაცემები დაახლოებით 22:00 საათისთვის იქნება ცნობილი, ხოლო მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს.
86 მილიონზე მეტი ამომრჩეველი პირდაპირი წესით ირჩევს ეროვნული ასამბლეის 272 დეპუტატს. სადეპუტატო მანდატისთვის 4 ათასზე მეტი, ხოლო პროვინციულ საკანონმდებლო კრებაში ადგილისთვის 11 ათასზე მეტი კანდიდატი იბრძვის.
პაკისტანის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებს ათობით ათასი დამკვირვებელი ადევნებს თვალს, როგორც პაკისტანიდან, ისევე სხვა ქვეყნებიდან. ევროკავშირმა ისლამაბადში 100-კაციანი სადამკვირვებლო მისია მიავლინა. არჩევნების პერიოდში ქვეყანაში წესრიგს 600 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 50 ათასი სამხედრო მოსამსახურე იცავს.
არჩევნებზე ძირითადი ბრძოლა იმართება სამ პარტიას შორის - პაკისტანის ეროვნული პარტია, პაკისტანის მუსულმანური ლიგა და პაკისტანის მოძრაობა სამართლიანობისათვის. წინასწარი გამოკითხვების მონაცემებით პაკისტანის მუსულმანური ლიგა ლიდერობს.
მასალის გამოყენების პირობები