დღეს პაკისტანში საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის დღეს ორი აფეთქება მოხდა, რომელმაც სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გარდა ამისა, დაჭრილია 40-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აფეთქებამ ნაციონალური პარტიის შენობასთან 10 მოკლული და 30 ზე მეტი დაჭრილი დატოვა.
ქალაქ პაშვარში მომხდარი აფეთქების შედეგად, 8 ადამიანია დაჭრილი. ქალაქ პაშვარში მომხდარი აფეთქება ქალების საარჩევნო უბანთან მოხდა.
მოძრაობა "თალიბანის" წევრებმა მოუწოდეს მოსახლეობას ბოიკოტი გამოეცხადებინათ არჩევნებისთვის და თვითმკვლელების იერიშების შესახებ გააფრთხილეს.
მასალის გამოყენების პირობები