პარაგვაის უმაღლესმა არჩევითმა ტრიბუნალმა ოფიციალურად სცნო ორასიო კარტესი აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად და პარაგვაის ახალ არჩეულ პრეზიდენტად. ამის შესახებ ინფორმაციას ლათინური ამერიკის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
ორასიო კარტესმა კონკურენტი, ლიბერალი ეფრანია ალეგრე 9%-ით ჩამოიტოვა, მიიღო რა ამომრჩეველთა 46%-ის ხმები. ინაუგურაცია 15 აგვისტოს გაიმართება და ახალი პრეზიდენტი ქვეყნის სათავეში 2018 წლამდე დარჩება.
„პარაგვაის დიდი ხანია სჭირდება უნარიანი ხელისუფლება და ჩვენ არაფერზე დავიხევთ უკან თანასწორი და სოციალურად სამართლიანი ქვეყნის შენების პროცესში", - განაცხადა პარაგვაის ახალმა პრეზიდენტმა.
ორასიო კარტესი პარაგვაის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. იგი პარაგვაის თამბაქოს იმპერიის Tabacos del Paraguay-ის უფროსი და პარტია „კოლორადოს" წევრია. აღნიშნული პარტია, რომელიც პარაგვაის თითქმის 60 წელიწადს მართვადა, 2008 წლის შემდეგ კვლავ სათავეში ბრუნდება. კარტესი კრიტიკულად უდგება შიდა პარტიულ პოლიტიკას და პირობას სდებს, რომ აქტიურად შეებრძოლება სიღარიბესა და კორუფციას.
მასალის გამოყენების პირობები