ბრიტანეთისა და რუსეთის პოზიცია სირიაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით განსხვავებულია, მაგრამ მხარეები იზიარებენ საერთო მიზანს რეგიონში მშვიდობის დამყარების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ბრიტანეთის პრემიერისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
„საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, მაგრამ მთავარია, რომ ვიზიარებთ ფუნდამენტურ მიზანს - რეგიონში კონფლიქტი უნდა დასრულდეს და სირიელ ხალხს მიეცეს საშუალება თავად აირჩიოს ხელისუფლება", - განაცხადა კამერონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი - რეგიონში ძალადობის სასწრაფო შეწყვეტა და სამშვიდობო პროცესის დაწყება. სირია უნდა იყოს ტერიტორიულად ერთი და სუვერენული სახელმწიფო", - აღნიშნა თავის მხრივ ვლადიმერ პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერი დევიდ კამერონი რუსეთის ფედერაციას 10 მაისს ეწვია და ქვეყნის პირველ პირს ვლადიმერ პუტინს სირიის კონფლიქტის შესახებ ესაუბრა. ოფიციალური ლონდონი, ისევე როგორც მოსკოვი აღნიშნავს, რომ აუცილებელია რეგიონში კონფლიქტი მშვიდობიანმა პროცესმა ჩაანაცვლოს, თუმცა მხარეები საერთო მიდგომაზე ვერ შეთანხმდნენ.