იტალიაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ მონაწილეობა მიიღო იტალიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ სემინარში. შეხვედრას იტალიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები, აკადემური წრეებისა და მედიისა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვიცე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე. კერძოდ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობაზე, ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების უფლებების უხეშ დარღვევებზე. ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებაში ევროკავშირის როლს, ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვების აუცილებლობას, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაფართოებისა და მანდატის გაძლიერების მნიშვნელობას. აღინიშნა ამ მისიის განსაკუთრებული როლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გნსაკუთრებით რუსეთის მიერ გაერო-სა და ეუთო-ს მისიებისათვის მანდატის ცალმხრივი შეწყვეტის შემდეგ.
გიორგი ბარამიძემ ასევე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და ამ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.
მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია და ვიცე პრემიერ-მინისტრმა ყველა შეკითხვას დეტალურად უპასუხა.
მასალის გამოყენების პირობები