დღეს ახალი პოლიტიკური გაერთიანება - "გამარჯვებისთვის" დაფუძნდა. პარტია ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დაარსა. პარტია ძირითადად გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის თანამოაზრეებით დაკომპლქტდება.
შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ახალი პოლიტიკური პარტია ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვს.
"პარტია დაკომპლექტებულია, ძირითადად, იმ ადვოკატებით, რომლებმაც სააკაშვილი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაამარცხეს და ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებიც მოიგეს. პარტიის სამოქმედო პროგრამა ბადრი პატარკაციშვილის იდეებზეა დაფუძნებილი. პროგრამის პრეზენტაცია ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გამართულ ყრილობაზე შედგება", - განაცხდა ხაჭაპურიძემ.
პარტიის პირველი ინიციატივაა სააკაშვილის მსხვერპლთა მემორიალის გახსნა იქნება. საუკეთესო ესკიზების პროექტებს პარტიაში 15 მარტამდე ელოდებიან.
ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილის რეჟიმს 105 მსხვერპლი ჰყავს, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილი, სანდრო გირგვლიანი, ზურაბ ვაზაგაშვილი და სხვა.