როსტოვში საწვავით სავსე ავზების აფეთქების შედეგად, რაიონში ტოქსიკური გაზის გაჟონვა მოხდა. რუსეთის მთავარი სანიტრის გენადი ონიშენკოს განცხადებით, აფეთქების შემდეგ რაიონიდან 3 ათასამდე მოსახლეობა იქნა ევაკუირებული.
გავრცელებული ინფორმაციით, საწვავით სავსე ავზების აფეთქება სარკინიგზო შემადგენლობის რელსებიდან გადასვლამ გამოიწვია. ინციდენტის შედეგად, 29 ადამიანი დაშავდა, მათგან 13-ს მდგომარეობა კრიტიკულია.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, მიმდინარეობს მოკვლევა, წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია.