არიელ კასტრო, რომელსაც ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდის პროკურატურამ ოფიციალურად წაუყენა ბრალი გატაცებისა და გაუპატიურებისთვის, ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას სი-ენ-ენი ავრცელებს.
არიელ კასტროს საკუთარ სახლში 10 წლის განმავლობაში ტყვეობაში ჰყავდა სამი გოგონა, რომელთაც სასტიკად ეპყრობოდა. სამი გოგონას გატაცებასა და წამებაში ბრალდებულ კასტროს, შესაძლოა, ბრალი დამამძიმებელი გარემოებით მკვლელობის მუხლითაც წაეყენოს ბრალი. ძიება ჯერჯერობით არ აზუსტებს თუ კონკრეტულად რას აღიარებს არიელ კასტრო.
ამანდა ბერი 2003 წლის 21 აპრილს გაუჩინარდა, მაშინ გოგონა 16 წლის იყო. ერთი წლის შემდეგ უკვალოდ გაქრა სკოლიდან სახლში მიმავალი 24 წლის ჯინა დექსესუსი. ნაიტ ბილი, რომელიც ახლა 32 წლისაა, თორმეტი წლის წინ დაიკარგა. სამივე მათგანი გაიტაცეს და ტყვეობაში ჰყავდათ არიელ კასტროს კუთვნილ სახლში. ტყვეობისას ბერის შეეძინა გოგონა, რომელიც ახლა ექვსი წლისაა.