გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანლერი ანგელა მერკელი ავღანეთში წინასწარი გამოცხადების გარეშე ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ფრანს პრესი მერკელის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერმანიის კანცლერის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ანგელა მერკელი ავღანეთში ჩავიდა და ჩრდილოეთ პროვინციის ბალჰის ქალაქ მაზარი-შარიფში მდებარე გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ეწვია. კანცლერს თან ახლავს თავდაცვის მინისტრი ტომას დე მეზერი.
აქამდე, ანგელა მერკელი ავღანეთს 2012 წლის მარტში ასევე წინასწარი გამოცხადების გარეშე ეწვია. მაშინ, რეგიონში დიდთოვლობის გამო, კანცლერმა პროვინცია კუნდუზში გერმანიის შეიარაღებული ძალების ბაზის მონახულება ვერ შეძლო.
მასალის გამოყენების პირობები