თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქ დიარბაქირის სიახლოვეს ნავთობის მილსადენი აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა. ამ ეტაპზე ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს და ნავთობის მიწოდება დროებით შეჩერებულია.
ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურები ტერაქტის შესაძლო ვარიანტზე ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ. არაოფიციალური ვერსიით აფეთქება მილსადენზე სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარმა გაუთვალისწინებელმა ფაქტმა გამოიწვია.
ასევე როგორც ცნობილი გახდა, აფეთქებამდე ერთი დღით ადრე თურქეთის ტერიტორიიდან ქურთმა სეპარატისტებმა საკუთარები მომხრეების გაყვანა დაიწყეს.