ინდოეთის შტატ ჰიმაჩალში, რომელიც ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს ავტოკატასტროფის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 14 მძიმედ დაშავდა.
უბედური შემთხვევა სამგზავრო ავტობუსის სავალი გზიდან მოცურებამ და მდინარეში გადავარდან გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულთა შორის რომელთა ცხედრების ამოყვანა უკვე მოხერხდა 17 ქალი და 3 ბავშვია, დანარჩენი მგზავრებიც ცხედრებს ჯერ-ჯერობით ვერ პუოლობენ.
ავტოკატასტროფის ზუსტი მიზეზი უცნობია, სამართალდამცავები მძღოლს ეძებენ, რომელიც წინასწარი ინფორმაციით ავტობუსის მდინარეში გადავარდნამდე სავარაუდოდ მანქანიდან გადმოხტა.