აღმოსავლეთ ავღანეთში პოლიციის მანქანის აფეთქებას რვა სამართალდამცავის სიცოცხლე შეეწირა. აღნიშნუთლან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით „ბიბისი" ავრცელებს.
„პოლიციის მანქანა, რომელშიც რვა სამართალდამცავი იმყოფებოდა ქაბულთან ახლოს პატრულირებდა. ავტომობილმა ნაღმზე გაიარა და აფეთქდა. მანქანაში მყოფი რვავე პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა" განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელმა.
ჯერ-ჯერობით გარდაცვლილი პოლიციელების ვინაობა არ დასახელებულა. მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა წინასწარი ვერსიით აღნიშნული ფაქტი ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანის" მიერ იყო ორგანიზებული.
ბაღდადში ტერაქტების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 25-ს მიაღწია