"მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" უკვე ყოფილი გენერალური მდივანი, ეკა ბესელია პარტიის დატოვების შემდეგ ე.წ. უკანონო პატიმრების სოლიდარობის მიზნით დაწყებულ საზოგადოებრივ კამპანიას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ბესელიას თქმით, მისი გადაწყვეტილება პარტიის დატოვებასთნ დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცნობილია.
"საზოგადოებრივი კამპანიას, რომელიც გულისხმობს დღეს, ფართო საზოგადოებრივი აქტიურობით გააგრძელოს ბრძოლა უკანონო პატიმრების გათავისუფლებისთვის და იმავდროულად სასამართლო დამოუკიდებლობისთვის, სჭირდება უფრო მეტი ძალისხმევა, მეტი აქტიურობა და მე ეს უფრო პრიორიტეტულად მიმაჩნია. ამ საკითხზე მე და ირაკლი ოქრუაშვილს გვაქვს განსხვევბული მოსაზრება და მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე გენერალური მდივნის თანამდებობიდან", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიამ კატეგორიულად უარყო ხმები, თითქოს მისი პარტიიდან წასვლა თეო ტლაშაძესთან დაპირისპირებამ გამოიწვია. მისი თქმით, წასვლის გადაწყვეტილება თვითონ, დამოკიდებლად მიიღო და ამის შესახებ ტლაშაძისთვის და ოქრუაშოილისთვისაც ცნობილი იყო.