ამერიკის შეერთებული შტატები არ მიისწრაფვის, რომ 2014 წელს ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შემდეგ, ქვეყანაში მაინც დაიტოვოს მუდმივი სამხედრო ბაზები. აღნიშნული ინფორმაცია თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეი კარინმა გაავრცელა.
„ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერი სახით წარმოდგენა ავღანეთის ტერიტორიაზე 2014 წლის შემდეგ, მოხდება მხოლოდ ავღანეთისავე მოწვევით - ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების გავრთნისა თუ „ალ-ქაიდას" დარჩენილი წევრების ძიების პროცესში დახმარებისთვის", - აღნიშნაკარინმა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პატრიკ ვენტრელმა ასევე დაადასტურა, რომ ამერიკას არ სჭირდება მუდმივი სამხედრო ბაზები ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის გარანტად, აშშ ავღანეთში 9 სამხედრო ბაზის შენარჩუნებას ითხოვს.