საპარლამენტო უმრავლესობა "ქრისტიან-დემოკრატებს" იდეოლოგიას უწუნებს. ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა დღეს სესიაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც "ქრისტიან-დემოკრატებმა" ხელისუფლებას მონიპოლიებთან რეალური ბრძოლა მოთხოვეს.
აღნიშნული განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ მთავრობის იმ ინიციატივის განხილვისას გააკეთა, რომელიც ითვალისწინებს "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს" საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებას. მთავრობა აღნიშნული ინიციატივის არგუმენტად ევროკავშირის მოთხოვნას ასახელებს, რომლის თანახმად ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა შეიქმნას და მიიჩნევენ რომ აღნიშნული სამსახური ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებიდან ჩამოშორება და მთავრობის დაქვემდებარებაში გადაცემა აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებს.
აღსანიშნავია, რომ მთავრობას ჯერჯერობით არ გააჩნია არანაირი ხედვა თუ ამ სტრუქტურამ ანტიმონოპოლიური საქმიანობა რა მიმართულებით უნდა განაოხრციელოს და რა ფუნქციები ეიქნება. მთავრობის განმარტებით, ამ ხდევას მაშინ წარმოაფდგენენ როდესაც ექსპერტება კონსულოტაციები დასრულდება.
"ქრისტიან-დემოკრატები" მიიჩნევენ, რომ ფუნქციების ჩამოყალიბებამდე პრობლემები შეიქმნება თავად სტრუქტურის დაქვვემდებარების გამოც და მიიჩნევენ, რომ მთავრობამ უნდა განახორციელოს რეალური ანტიმონოპოლიური საქმიანობა. აღსანიშნავია რომ ვეფხვაძემ კიდევ ერთხელ დაასახელა ქვეყანაში არსებული ის მონოპოლები, როზეც მინიშნებები უკვე პრეზიდენტის მხრიდანაც კი კეთდება.
ვეფხვაძის განცხადებას კი პავლე კუბლაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა რომ მათი ეს პოზიცია "იმ მცდარი იდეოლოგიის ბრალია, რომ ხელისუფლება ფასების რეგულირებაში კი არ უნდა ჩაერიოს, არამედ იმაში რომ შემქმნას ანტიმონოპოლიური კანონმდბელობა". კუბლაშვილი აცხადებს, რომ ამ მიზანს ხელისუფლება ასრულებს და მისთვსი ოპოზიციის ეს კრიტიკა მიუღებელია