ლატვიაში ოკუპაციის მუზეუმთან ოკუპანტების წინააღმდეგ პიკეტი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ რუსულენოვანმა მოსახლეობამ ლატვია დატოვონ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ლეტა" ავრცელებს.
პიკეტში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობს. მათ ხელთ აქვთ პლაკატები წარწერით იმის შესახებ, რომ რუსულენოვანი მოსახლეობა ლატვიაში სტუმრები არიან და მათ დაავიწყდათ უკან დაბრუნება და ისინი ლატვიის სახელმწიფოებრიობისათვის საფრთხეს წარმოადგენენ.
აქციის მონაწილეებთან ერთად ასევე არის რიგის დუმის რამდენიმე დეპუტატი.