ნიგერიაში ექსტრემისტული სექტის „ობმასტის" წევრები ჩასაფრებიდან დაესხნენ თავს პოლიციელებს, რომლებიც დაჯგუფების ლიდერის დაპატიმრებას ცდილობდნენ. შეტაკებისას 46 პოლიციელი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ფრანს პრესი ავრცელებს.
„ქალაქ ლაიფადან 10 კილომეტრში კანონგარეშე, შეიარაღებული დაჯგუფების მიერ მოწყობილი ჩასაფრების შედეგად დაიღუპა 46 პოლიციელი, რომელიც დაჯგუფების ლიდერის დაკავებად ცდილობდა", - განაცხადა შტატის პოლიციის უფროსმა აბაიომი აკერემალემ. მისი თქმით, ალყაში 60-ზე მეტი სამართალდამცველი იყო მოქცეული.
სექტაში, რომლის დასახელება ითარგმნება როგორც „დადგა ჟამი", გაწევრიალებულნი არიან ეგონის ხალხის წარმომადგენლები. ისინი ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში მკვიდრობენ და სურთ ქვეყანა ისეთი ცოდვებისგან გაწმინდონ, როგორიცაა ალკოჰოლი და მრუშობა.