ამერიკის შეერთებული შტატები სირიის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოყოფს. ინფორმაცია აშშ სახელმწიფო მდივანმა რომში იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნასერ ჯაუდუსთან შეხვედრისას გაავრცელა.
ჰუმანიტარული დახმარება მოხმარდება ყველას, ვისაც სირიაში მიმდინარე კონფლიქტი შეეხო, განსაკუთრებით კი ლტოლვილებს. თანხის ნახევარი გადაირიცხება იორდანიაში, სადაც კონფლიქტის შემდეგ ნახევარ მილიონამდე სირიელი ლტოლვილი ბანაკებში ცხოვრობს. საერთო ჯამში, შეერთხებული შტატების მიერ სირიელი ხალხისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარება ამ დროისთვის 510 მილიონ დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ სირიაში კონფლიქტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2011 წლის მარტის შემდეგ გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა მონაცემით, 70 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით ათასი ლტოლვილად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები