რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს რუსეთის სამხრეთის საზღვრების უსარფრთხოების დაცვის სტრატეგიის შემუშავება დაავალა. ეს დავალება მან უშიშროების საბჭოს ავღანეთში სიტუაციის შესაძლო გართულებასთან დაკავშირებით მისცა.
"რუსეთმა უნდა გაამყაროს თავისი უსაფრთხოების სისტემა სამხრეთის სტრატეგიულ მიმართულებაზე, მათ შორის სამხედრო შემადგენელი ნაწილი. ჩართული და ამოქმედებული უნდა იყოს საკუთარი პრევენციული ზომების მთელი არსენალი", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მანვე აღნიშნა, რომ უნდა გაძლიერდეს სახელმწიფო საზღვრის დაცვა და საიმიგრაციო კონტროლი.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებობს ყველა ალბათობა იმისა, რომ უახლოეს დროში ავღანეთში სიტუაცია გართულდება და საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებები თავიანთი საქმიანობის გადატანას იქ შეეცდებიან. სირუაციის ასეთ განვითარება კი რუსეთისთვისაც სერიოზული რისკების შეცველია: ეს ნარკოტრაფიკისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის ზრდაა, მიგრანტთა და ლტოლვილთა დიდი ნაკადებია.
"ერთიორად უნდა გაიზარდოს ნარკოტრაფიკის აღკვეთის არხები. გთხოვთ, ოპერატიულად მოამზადეთ კონკრეტული წინადადებები ყველა ამ მიმართულებით. რეგიონში სტაბილურობის წინაპირობა ეს მყარი სუვერენიტეტი და რეგიონის სახელმწიფოების მდგრადი სოციალური განვითარებაა. ჩვენ მზად ვართ ჩვენს მეზობლებსა და პარტნიორებს ყველა აუცილებელი დახმარება დავუწიოთ და მრავალმხრივი პარტნიორობა გავამყაროთ, როგორც ორმხრივ ფორმატში ასევე საერთაშორისო მოედნებზე", _ განაცხადა პუტინმა.