როსტოვის ოლქში რკინიგზის სადგურზე "ბელაია კალიტვა" ლიანდაგიდან სატვირთო მატარებლის 50 ზე მეტი ვაგონი გადავიდა, რომლებშიც ზეთები და ნავთობპროდუქტები იყო მოთავსებული. შემთხვევის შედეგად გაჩნდა ძლიერი ხანძარი. ბოლო მონაცემებით, დაზარალებულია სულ მცირე 29 ადამიანი, რომელთაგან 14 ჰოსპიტალიზებულია.
რაიონიდან ევაკუირებულია ადგილობრივი მოსახლეობა. ევაკუირებული მოსახლეობის რაოდენობა სხვა და სხვა მონაცემებით 500 დან 3000 ადამიანამდეა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ინციდენტის შედეგად გაჩენილი ხანძრის გართობმა 1,5 ათასი კვ,მ მოიცვა. ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
მასალის გამოყენების პირობები