ეკა ბესელიამ "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" რიგები დატოვა. "ჯი-ეიჩ-ენის ინფორმაციით, "მოძრაობის" რიგები მასთან ერთად კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა. ამ ინფორმაციას ბესელიას პრესსამსახურიც უფროსიც ადასტურებს. მათი თქმით, ბესელიამ მიიღო გადაწყვეტილება პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით. წინასწარი ინფორმაციით ბესელია არცერთ სხვა ოპოზიციურ ძალასთან გაერთიანებას არ გეგმავს
"მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის თეო ტლაშაძეს განცხადებით, თუ პარტია ამ ფაქტთან დაკავშირებით საჭიროდ ჩათვლის კომენტარის გაკეთებას, საზოგადოება მას უახლოეს მომავალში შეიტყობს.