ინდოეთის ჩრდილოეთით, ხიმაჩალ-პრადეშის შტატში ავტობუსის მდინარეში გადავარდნის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა.
ბი-ბი-სის ინფორმაცით, მგზავრებით სავსე ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ქალაქ კულუსთან მდინარეში გადავარდა.
ავტობუსში მყოფი მგზავრების ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის.
პოლიციის განცხადებით, მგზავრების არც თუ მცირე რაოდენობა მიდნარის დინებამ წაიღო.
მძღოლმა ავტობუსის მდინარეში გადავარდნამდე გადმოხტომა შეძლო.
19 მარტს ანალოგიური შემთხვევის შედეგად ინდოეთში 40 ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები