საპარლამენტო უმრავლესობა ზურაბ ნოღაიდელის თანაგუნდელს, დეპუტატ პეტრე მამრაძეს ნოღაიდელის პოლიტიკური ქმედებების განმარტებას საპარლამენტო ტრიბუნიდან სთხოვს. ეს საკითხი დღეს სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა რატი სამყურაშვილმა დააყენა.
როგორც მან აღნიშნა, მიუღებელია, რომ პარლამენტარები ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით იღებდნენ. სწორედ ამოტომ მას მამრაძის მოსმენა პარლამენტის ტრიბინიდან სურს.
სამყურაშვილი მამრაძისგან ითხოვს, კოლეგებს განუმარტოს, კონკრეტულად რა დამსახურებისთვის გადაუხადა მადლობა ზურაბ ნოღაიდელმა ვლადიმერ პუტინს, რას ნიშნავს რუსეთთან დიალოგის წინაპირობების გარეშე დაწყება და გულისხმობს თუ არა ეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმას.
გარდა ამისა, საყურაშვილი მამრაძეს იმის განმარტებასაც სთხოვს, თუ `რა გზა განვლო პირადად მამრაძემ მას შემდეგ, როცა რუსეთს "ჩეკისტურს~ უწოდებდა, დღემდე - როცა მისი პარტიის ლიდერმა `ედინაია როსიასთან~ თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.~
აღსანიშნავია, რომ სამყურაშვილის გამოსვლისას პეტრე მამრაძე სხდომთა დარბაზში არ იმყოფებოდა და უცნობია, იგი უმრავლესბოის მოთხოვნას დააკმაყოფილებს თუ არა.