ინგუშეთში რესპუბლიკის მეთაურს პირდაპირი წესით აღარ აირჩევენ, მას პარლამენტი დანიშნავს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. შესაბამისი ცვლილა კანონში ინგუშეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო.
ცვლილებებს ხმა 23-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ მხოლოდ 1 წავიდა. სულ სხდომას 24 დეპუტატი ესწრებოდა. ინიციატივა პარტია "ედინაია როსიას" წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ, რომლებიც ინგუშეთის პარლამენტში უმრავლესობაში არიან.
მასალის გამოყენების პირობები