სირიელმა ამბოხებულებმა ბაშარ ასადის არმიის გამანადგურებელი ჩამოაგდეს. ინციდენტი პროვინცია ალეპოს მიდამოებში მოხდა. ინფორმაციას ამის შესაბ სირიაში ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი ავრცელებს, რომელიც ლონდონში ბაზირდება.
"ოპოზიციის მებრძოლებმა გამანადგურებლის ჩამოგდება შეძლეს, რომელიც რაიონს ცხრილავდა. ინციდენტი მინიხის აერიდრომის ახლოს მოხდა. პილოტის ბედი გაურკვეველია", _ იუწყება ცენტრი.
აღსანიშნავია, რომ მინიხის აეროდრომისათვის ოპოზიციასა და სამთავრობო ჯარებს შორის დაპირისპირება უკვე დაახლოებოით ორი თვეა მიმდინარეობს. უფლებების დამცველები ასევე აცხადებენ, რომ ბრძოლები მიმდინარეობს ასევე ალეპოს აეროდრომთან და სამხედრო-საჰაერო ბაზასთან ნაირაბთან ახლოს.
მასალის გამოყენების პირობები