დელავერი აშშ-ს მეთერთმეტე შტატი გახდა, რომელმაც ერთსქესიანი ქორწინებები დააკანონა. გუბენატორ-დემოკრატმა ჯეკ მარკელმა კანონს ხელი მას შემდეგ მოაწერა, რაც იგი შტატის სენატმა მოიწონა.
დებატები სენატში ამ საკითხთან დაკავშირებით დაახლოებით სამ საათს გრძელდებოდა. ჯამში დოკუმენტს მხარი 12 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 9 წავიდა.
კანონი მოქმედებას 1 ივლისიდან დაიწყებს. სამოქალაქო კავშირები, რომლებიც აქამდე დელავერის ტერიტორიაზე ფორმდებოდა ამიერიდან უკვე ოფიციალურ ქორწინებებად დარეგისტრირდება.
შეგახსნებთ, რომ ერთქესიანი ქორწინებები დელავერის გარდა აშშ-ს ათ შტატშია დაკანონებული.
მასალის გამოყენების პირობები