მოსკოვში აზერბაიჯანის მოქალაქის მკვლელობასა და საქართველოს მოქალაქის ცემაში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავეს.
ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დაკავებულების დაკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
დაუდასტურებელი ცნობით, ყველა აყვანილი ჩეჩენია. თავს ისინი აღდგომის ღამეს საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეებს დაესხნენ.
დაპირისპირების მიზეზად ბიზნესი სახელდება. ამ დრომდე უცნობი რჩება დაშავებული ქართველის ვინაობა.